ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არტაკ დაშიანი (სომხ. Արտակ Դաշյան; დ. 20 ნოემბერი, 1989, ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ნახევარმცველი. იგი ამჟამად თამაშობს სომხეთის ეროვნული პრემიერლიგის გუნდ ურარტუსა და სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

არტაკ დაშიანი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
11 ოქტომბერი, 1989 (1989-10-11) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბანანცი
ნომერი 11
ახალგაზრდული კარიერა
შენგავიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007 - 2009 ბანანცი 34 (8)
2010 - 2011 მეტალურგი 13 (0)
2011 - 2013 ბანანცი 52 (11)
2013 - 2014 განძასარი კაპანი 24 (9)
2014   ალ-მუჰარაკი
2014 - 2016 ვარდარი 43 (7)
2016 - 2019 ალაშკერტი 68 (10)
2019 - ურარტუ 3 (0)
ეროვნული ნაკრები
2008 - 2010 სომხეთის 21-წლამდელთა 6 (2)
2009 - სომხეთი 7 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

არტაკ დაშიანს დამთავრებული აქვს საფეხბურთო სკოლა შენგავიტი. 2006 წელს მან მოწვევა მიიღო ბანანცი ერევანიდან, ხოლო 2007 წელს იგი უკვე თამაშობდა სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში. დაშიანის პოტენციალმა გამოჩენა ადრეულ ასაკში დაიწყო. მისმა თამაშმა ჯერ კლუბის მთავარი მწვრთნელის, ხოლო შემდეგ მთელი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

2009 წლის სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში, 24-ე რაუნდში, ბანანცსა და გიუმრის შორის ჩატარებულ შეხვედრაში მან მსაჯს შეურაწყოფა მიაყენა, რის გამოც იგი დაისაჯა. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მან 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 150,000$ ჯარიმა დააკისრა.[1]

მეტალურგ დონეცკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ (შეხვედრას ბანანცის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვი[2] ხელმძღვანელობდა), მან გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.[3][4]

იგი კლუბის თამაშებში თანდათან იშვიათად იღებდა მონაწილეობას და საბოლოოდ შემცვლელ მოთამაშედ გადაიქცა. შემდეგ მეტალურგმა მისი განათხოვრება გადაწყვიტა. მოთამაშისადმი დაინტერესება განსაკუთრებით მისმა ყოფილმა კლუბმა, ბანანცმა გამოიჩინა. ორივე კლუბის შეთანხმების შედეგად, დაშიანი ბანანცში იჯარით გადავიდა. სეზონის შუა პერიოდში, გუნდის კაპიტნის, არტურ ვოსკანიანის გადაყენების შემდეგ, ახალი გუნდის კაპიტანი გახდა არსენ ბალაბეკიანი, ხოლო დაშიანი კი ვიცე-კაპიტანი. სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბმა გადაწყვიტა, რომ ბალაბეკიანისთვის კონტრაქტი არ გაერგრელებინა, ამიტომ მან გუნდი დატოვა. ამგვარად, დაშიანი გუნდის კაპიტნად იქცა. 2013 წელს იგი გადავიდა კლუბ განძასარი კაპანში.[5] 2016 წელს გადავიდა კლუბ ალაშკერტში

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება

დაშიანი სომხეთის საფეხბურთო 21-წლამდელთა ახალგაზრდულ ნაკრებს 2008 წელს შეუერთდა. ერთი წლის შემდეგ, იგი სომხეთის ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი გაიმართა 2009 წლის 11 თებერვალს, კვიპროსში ჩატარებულ ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. თამაში ანგარიშით 0:0 დასრულდა. ამის შემდეგ, მან ითამაშა ფიფას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპში: 2009 წლის 10 ოქტომბერს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო 2010 წლის 11 აგვისტოს ამხანაგურ შეხვედრაში ირანის ნაკრების წინააღმდეგ (1-3)

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

არტაკ დაშიანი დაქორწინდა 2011 წლის ნოემბერში.[6]

  1. Артак Дащян получил дисквалификацию до конца сезона დაარქივებული 2019-10-26 საიტზე Wayback Machine. (in Russian). ArmFootball.com. Retrieved 29 March 2013.
  2. Артак Дашян на просмотре в "Металлурге" დაარქივებული 2019-10-26 საიტზე Wayback Machine. (in Russian). ArmFootball.com. Retrieved 29 March 2013.
  3. Артак Дашян – игрок донецкого "Металлурга" (in Russian). metallurg.donetsk.ua. Archived from the original on 12 February 2010. Retrieved 29 March 2013.
  4. Артак Дашян: "Конкуренция только во благо" (in Russian). metallurg.donetsk.ua. Archived from the original on 19 February 2010. Retrieved 29 March 2013.
  5. "Գանձասարից" եղել է առաջարկ, բայց ես դեռ որևէ որոշում չեմ կայացրել (in Armenian). armsport.am. Archived from the original on 15 January 2013. Retrieved 29 March 2013.
  6. Артак Дашян женился (in Russian). armsport.am. Archived from the original on 19 December 2011. Retrieved 29 March 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არტაკ_დაშიანი“-დან