არტაბან I
არტაბან I — პართიის მეფე არშაკიდების დინასტიიდან. არტაბან I სამეფო ტახტზე ტირიდატე I-ის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 211 წელს და დასრულდა ძვ. წ. 191, მის შემდეგ კი ტახტზე ფრიაპატი ავიდა. ითვლება, რომ არტაბან I-ის ბიძამ არშაკ I-მა ძვ. წ. 247 წელს დააარსა არშაკიდების დინასტია. სავარაუდოდ არსაკის შემდეგ სამეფო ტახტზე მისი ძმა ტირიდატე I ავიდა, მის შემდეგ კი მეფობა არტაბან I-მა განაგრძო, თუმცა გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დინასტიის წევრები არშაკ I-ის პატივსაცემად მის სახელს ირქმევდნენ, არტაბანის ოფიციალურ სახელი არის არშაკ II, შესაბამისად არსებობს მოსაზრება, რომ არტაბანი სამეფო ტახტზე არშაკ I-ის შემდეგ ავიდა.
არტაბან I | |
---|---|
არტაბან I-ის მონეტა | |
პართიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 211 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 191 |
წინამორბედი: | ტირიდატე I |
მემკვიდრე: | ფრიაპატი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 185 |
დინასტია: | არშაკიდების დინასტია |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |