არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი
არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — საქართველოს სამეფოს ვაზირთუპირველესი XIII საუკუნის I ნახევარში.
დაახლ. 1241 წ. იგი რუსუდან მეფემ დიპლომატიური მოლაპარაკებების საწარმოებლად გააგზავნა ბათუ ყაენთან ურდოში, სადაც თან ხლებია მგელა აბულახტარისძე. უკან დაბრუნების შემდეგ არსენ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ამ პირს აძლევს წყალობის სიგელს. არსენი 1247/1250 წწ-ში ბერად შემდგარა შიომღვიმის მონასტერში. მისი მოთხოვნით გრიგოლ სურამელმა დაუბრუნა მიტაცებული სოფლები შიომღვიმის მონატერს, რაზედაც იუწყება გრიგოლ სურამელის მონასტრისადმი ბოძებული ანდერძი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გრიგოლია კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 586.