ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არსენ პეტოსიანი (სომხ. Արսեն Պետրոսյան; დ. 27 სექტემბერი, 1991, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი რომელიც თამაშობს მეკარის პოზიციაზე. იგი ამჟამად თამაშობს სომხეთის ეროვნულ ნაკრებსა და სომხეთის პრემიერლიგის კლუბ ალაშკერტში.

არსენ პეტროსიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Արսեն Պետրոսյան
დაბადების
თარიღი
27 სექტემბერი, 1991 (1991-09-27) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთი
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ნომერი 31
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007 პატანი 19 (0)
2009 განძასარი კაპანი 1 (0)
2010 - 2012 პიუნიკი 14 (0)
2012 - 2014 არარატი ერევანი 13 (0)
2014 - 2015 განძასარი კაპანი-2 4 (0)
2015 - 2016 განძასარი კაპანი 25 (0)
2017 განშორენი
2017 არარატი ერევანი 5 (0)
2018 - ალაშკერტი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2011 სომხეთის 21-წლამდელთა 3 (0)
2011- სომხეთის ეროვნული ნაკრები 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

კარიერის ადრეულ წლებში იგი თამაშობდა სომხეთის პირველ ლიგაში, 17 წლამდელ მოთამაშეთათვის განკუთვლი გუნდში. 2009 წელს პეტროსიანი შეუერთდა განძასარი კაპანს. მის გარდა კლუბში იყო მისი ძმა, ალექსანდრე პეტროსიანი, ხოლო მათი მწვრთნელი მამამისი სამველ პეტროსიანი იყო. ამ სეზონში მან მხოლოდ 1 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მამამისის სამწთნელო შტაბიდან წასვლის შემდეგ, მან კლუბი სეზონის ბოლოს დატოვა.

პეტროსიანის შემდეგი კლუბი იყო სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ჩემპიონი გუნდი პიუნიკი. გუნდში მაღალი კონკურენციის გამო, პეტროსიანი სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე არ იყო. მისი მეტოქე იყო კარენ ისრაელიანი. 2010 წელს გუნდში დიდი ცვლილებები განხორციელდა. ორი ძირითადმა მეკარემ, არტურ ლესკომ და ედვარდ ჰოვჰანისიანიმ, კლუბი დატოვა. ამგვარად, კლუბის ხელმძღვანელობას ძირითადი მეკარე კარენ ისრაელიანსა და არსენ პეტროსიანს შორის უნდა გაეკეთებინა. გარდა ამისა, კლუბმა 2011 წელს ახალი მეკარე, დორდე პანტიჩი, შეიძინა. 3 თვის შემდეგ დიდი ხარჯის გამო მათ პანტიჩთან კონტრაქტი გაწყვიტეს. მთელი 2011 წლის სეზონის განმავლობაში პეტროსიანმა და ისრაელიანმა მონაცვლეობით ითამაშეს ლიგისა და თასის თამაშებში. 2011 წლის ყველაზე საიმედო მეკარეთა სიაში პეტროსიანმა მეხუთე ადგილი დაიკავა.[1] 2012 წლის იანვარში ისრაელიანმა კლუბი დატოვა. ამგვარად, პეტროსიანი ძირითად მეკარედ დარჩა. კონკურენციის არქონის პერიოდში პეტროსიანმა შეცდომების დაშვებას უმატა, რასაც გაშVებული გოლები მოჰყვა. მისი სანდოობა ოდნავ დაეცა და ამიტომ იგი შეცვალეს ახალი მეკარით, ალბერ ოჰანიანით.

ზაფხულის სატრანსფერო ზონის დროს პეტროსიანმა არარატ ერევანთან კონტრაქტი გააფორმა. მასთან ერთად გუნდში ჰაიკ მკრტჩიანი და გევორგ ნრანიანი მივიდა.[2]

არარატი ერევანი

რედაქტირება

2017 წლის 8 ივლისს პეტროსიანმა არარატი ერევანთან კონტაქტი გააფორმა.

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება

სომხეთის ეროვნულ 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში პეტროსიანმა 3 თამაში ჩაატარა. სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში მისი დებიუტი 2011 წლის 11 ოქტომბერს, ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ სკანდალურ შეხვედრაში შედგა; აღნიშნულ მატჩში პირველ მეკარე რომან ბერეზოვსკის წითელი ბარათი უჩვენეს. ამ თამაშში პეტროსიანმა 2 გოლი გაუშვა; მათგან ერთი საკუთარმა თანაგუნდელმა, ვალერი ალეკსანიანმა გაიტანა. თამაში სომხეთმა 1:2 წააგო და ამ წაგებით უეფას ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრის შანსი დაკარგა.[3][4]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მისი მამა, სამუელ პეტროსიანი არარატი ერევანის ყოფილი ფეხბურთელია; იგი ამჟამად მწვრთნელად მუშაობს. მისი უფროსი ძმა, ალექსანდრე, აგრეთვე პროფესიონალი ფეხბურთელია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Самые надёжные вратари прошедшего сезона (in Russian). armsport.am. Archived from the original on 14 January 2013. Retrieved 28 March 2013.
  2. Արսեն Պետրոսյանը կարիերան կշարունակի "Արարատում" დაარქივებული 2019-11-06 საიტზე Wayback Machine. (in Armenian). ArmFootball.com. Retrieved 28 March 2013.
  3. Klopman, Michael (12 October 2011). „Valeri Aleksanyan Own Goal: Armenia Player Makes Embarrassing Play Against Ireland (VIDEO)“. huffingtonpost.com. ციტირების თარიღი: 28 March 2013.
  4. Republic of Ireland v Armenia, 11 October 2011. 11v11.com. ციტირების თარიღი: 28 March 2013.