პაულ ჰაინრიხ არნოლდ მორიცი (რუსეთში არნოლდ თეოდორეს ძედ წოდებული; დ. 28 აგვისტო, 1821 — გ. 8 მაისი, 1902, დერპტი) — გერმანელი ასტრონომი, მეტეოროლოგი და მაგნიტოლოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

არნოლდ მორიცი დაიბადა 1821 წლის 28 აგვისტოს, პასტორის ოჯახში, დღევანდელი ესტონეთის მიწაზე.[1] მორიცმა ბავშვობაც და ახალგაზრდობაც ესტონეთში გაატარა. ცოლად მან ინფატერიის გენერლის, დასავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის გუსტავ-კრისტოფ ჰასფორდის (1794-1874) ქალიშვილი კაროლინა ჰასფორდი მოიყვანა.[2] 1841 წლიდან არნოლდ მორიცი დერპტის უნივერსიტეტში სწავლობდა, 1846 წელს კი ფილოსოფიის ფაკულტეტის კანდიდატი გახდა.[3] 1847 წლიდან ის დერპტის უნივერსიტეტში მუშაობდა, მოგვიანებით კი პარიზში, ცნობილი ასტრონომის ურბენ ლევერიეს (1811-1877) და ფიზიკოსისსა და ქიმიკოსის ანრი რენიოს (1810-1878) ხელმძღვანელობით მუშაობდა.[4]

1848-1852 წლებში მორიცი პულკოვოს ობსერვატორიაში, ცნობილი ასტრონომისა და გეოდეზისტის აკადემიკოს ფრიდრიხ გეორგ ვილჰელმ სტრუვეს (1793-1864) უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობდა. პულკოვოს ობსერვატრიაში მუშაობისას მორიცი მრავალი საპასუხისმგებლო სამუშაოს პარალელურად კავკასიური სადგურების მონაცემების შემოწმებასაც უნდებოდა.

მორიცი თბილისში 1847-1849 წელს ჩამოდის და მაგნიტურ ობსერვატორიაში დამკვირვებლად იწყებს მუშაობას.[5] 1850 წელსა. მორიცმა კავკასიის ტრიანგულაციის უფროსის იოსებ ხოძკოს თაოსნობით შემდგარ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და ექსპედიციის სხვა წევრებთან ერთად დიდი არარატის მწვერვალიც დაიპყრო.[6]

1851 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 30 წლის ასაკში, კოლეგიის მრჩეველი არნოლდ მორიცი თბილისის ობსერვატორიის დირექტორად დაინიშნა.[7]

1857 წელს არნოლდ მორიცის მიერ კახეთში — ახტალაში — გაზისა და მინერალური საბადოების აღმოჩენა და აფთიაქარ ვიტეს დახმარებით კავკასიური ნავთობისაგან პარაფინის მასალების დამზადება. ეს ადგილობრივი ნავთობის პარაფინის სანთლების გასაკეთებლად გამოყენების პირველი ცდა იყო.

1858 წელს დიდი არარატის მთაზე ხოძკოსა და მორიცის კიდევ ერთი ერთობლივი ასვლა შედგა, რომლის მიზანი მხოლოდ გეოდეზიური კვლევა იყო. მორიცი ამჯერადაც ახერხებს მეტეოროლოგიური დაკვირვებების წარმოებას და დიდი არარატის მწვერვალზე ამავალი ექსპედიციის განმავლობაში წარმოებულ დაკვირვებებს ერთიან ცხრილში უყრის თავს, რასაც 1861 წლის 5 ივლისს თბილისში აქვეყნებს.

1858 წელს მორიცი თბილისიდან იენის უნივერსიტეტში გაემგზავრა ფილოსოფიაში სადოქტორო დისერტაციის დასაცავად. 1860 წელს ინჟინერ ლემკულსა და არქიტექტორ სიმონსონთან ერთად, საფუძველს უყრის კუკიის ობსერვატორიის მშენებლობას.

1867 წლიდან თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიურ ობსერვატორიას ფიზიკური უწოდეს და დირექტორად ისევ არნოლდ მორიცი დანიშნეს.[8] მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორი არნოლდ მორიცი კარის მრჩეველი იყო, 1867 წელს კი კოლეგიის მრჩევლის წოდებაც მიიღო.

არნოლდ მორიცმა თბილისი 1878-1879 წლებში დატოვა და სამშობლოში დერპტში დაფუძნდა სადაც იგი 1902 წლის 8 მაისს გარდაცვალებამდე ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა.[9]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მანია მ., თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია - ისტორია და არქიტექტურა, თბილისი, 2010, ISBN 978-9941-0-2174-9.
  1. В. А. Бронштен, И.А. Симониа, Из истории Тифлисской Обсерватории в XIX в. (1834-1880гг.)
  2. ევგენი ვაიდენბაუმის ბიბლიოგრაფიული ცნობარი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, #337
  3. იქვე
  4. В. А. Бронштен, И.А. Симониа, Из истории Тифлисской Обсерватории в XIX в. ... გვ. 35
  5. ევგენი ვაიდენბაუმის ბიბლიოგრაფიული ცნობარი .., #337
  6. И. И. Ходзко, Овосхождении на вершину Большого Арарата в 1850 году. Тифлис
  7. სეასცა, ფონდი #5, საქმე #150, О переоброзовании ..., გვ. 72-73
  8. О назначении Коллежского Советника Морица Директором Тифлисской Обсерватории.სეასცა, ფონდი 5. Дело Канц. Нач. Гл. Упр. Намест. Кавк., წიგნი #561
  9. В. А. Бронштен, И.А. Симониа, Из истории Тифлисской Обсерватории в XIX в. ... გვ. 35, შდრ.