არნოლდ კალანდარიშვილი
არნოლდ კალანდარიშვილი (დ. 1 მარტი, 1939, თბილისი — გ. 6 იანვარი, 2012) — ქართველი ფიზიკოსი, მეცნიერი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1962 წელს.
1962-1993 წლებში მუშაობდა სოხუმის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას. 1990 წლიდან მუშაობდა მოსკოვში კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში გენერალური დირექტორის მოადგილედ; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება კოსმოსური საფრენი აპარატების თერმოემისიური რეაქტორ-გარდამქმნელების ფიზიკას.
ჯილდოები
რედაქტირება- 1989 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018 გვ. 485