ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არმუდუ (აზერ. Armudu) ან არმუდუს ჭიქები (აზერ. Armudu stəkan), ასევე ბოომალები (აზერ. Boğmalı) — ნაციონალური ჭიქების ტიპი, რომელთა საშუალებითაც აზერბაიჯანში (და ირანში) სვამენ შავი ბაიხის საკმაოდ მაგარ ჩაის.[1][2][3] არმუდუ — აზერბაიჯანულ კულტურაში ჩაის მოხმარების მნიშვნელოვანი დეტალია.

არმუდის ჭიქები შეიძლება იყო ფაიფურის, თიხის, ვერცხლის, მაგრამ კლასიკურ გამოხატულებად მაინც შუშისა და ბროლის მასალა რჩება, რომელთა გამჭვირვალობა ჩაის ფერის დანახვის საშუალებას იძლევა. ჭიქის შევიწროვებული ქვედა ნაწილი სითხეს მაქსიმალურად დიდხანს უნარჩუნებს ტემპერატურას, ხოლო ზემო ნაწილში გაფართოებული ნაწილი ხელის არ დაწვას უზრუნველყოფს[4] ასევე, ამ ჭიქების მცირე მოცულობა (100 გრამი) ჩაის დალევისათვის არც თუ ისე დიდ დროს საჭიროებს, რის გამოც ვერ ასწრებს გემოს ხარისხის დაკარგვას და ისმევა ახლადდაყენებული.[5]

ტრადიცია

რედაქტირება

ჩაის აზერბაიჯანელებისათვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ნებისმიერ აზერბაიჯანულ სახლში პირველ რიგში ჩაის სთავაზობენ. ყოველთვის ჩაით იწყება სუფრაზე თავშეყრა, და მისითვე მთავრდება იგი.[6] ჩაის დასალევი ეროვნული ჭურჭელი არმუდუს ჭიქაა, რომელიც მსხლის ფორმისაა და ასევე ითარგმნება, ხოლო

სახელწოდება «ბოომალია» ითარგმნება როგორც «შეზღუდული» და მოყვანილობით ქალის წელს შეიძლება შევადაროთ.[4]

  1. Похлёбкин В.В. Азербайджанская кухня // Национальные кухни наших народов. — М.: Лёгкая и пищевая промышленность, 1983. — С. 163. — 304 с.
  2. Максим Павлович Ким, Борис Борисович Пиотровский Советская культура - 70 лет развития: к 80-летию академика М.П. Кима Наука, 1987. — 410 с.
  3. Kommersant Publishing House. Kommersant-Vlast. — Kommersant Publishing House, 2000-09-05. — 68 с.
  4. 4.0 4.1 Достояние республики: легенда азербайджанского армуды - ФОТО Day.Az 12.06.2012
  5. Традиции и обычаи в Азербайджане - Культура, традиции и искусство - Азербайджан - Азербайджанский клуб МГУ 17.09.2008
  6. Армуду стакан (стакан грушевидный). www.moya-planeta.ru. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არმუდუ“-დან