არმი ჰამერი
არმანდ დუგლას ჰამერი (ინგლ. Armand Douglas Hammer; დ. 28 აგვისტო, 1986) — ამერიკელი მსახიობი. ამერიკელი ბიზნესმენის მაიკლ არმანდ ჰამერის შვილი და არმანდ ჰამერის შვილთაშვილი. სამსახიობო კარიერა რამდენიმე სატელევიზიო სერიალში მონაწილეობით დაიწყო. მან პირველი მთავარი როლი, ბილი გრეჰემი, 2008 წლის ბიოგრაფიიულ ფილმში „ბილი: ადრინდელი წლები“ ითამაშა. 2010 წელს გამოჩნდა დეივიდ ფინჩერის ბიოგრაფიულ დრამაში – „სოციალური ქსელი“.
არმი ჰამერი | |
---|---|
ჰამერი 2017 წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე | |
დაბადების სახელი | არმანდ დუგლას ჰამერი |
დაბადების თარიღი |
28 აგვისტო, 1986 სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2005-2022 |
მეუღლე(ები) | ელისაბედ ჩემბერსი (2010-2020) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მშობლები | მამა: მაიკლ არმანდ ჰამერი |
ნათესავები | არმანდ ჰამერი (დიდი ბაბუა) |
2011 წელს კლაიდი ტოლსონის როლი ითამაშა ამერიკულ ბიოგრაფიულ დრამაში, „ჯ. ედგარი“. 2013 წელს ლოუნ რეინჯერი განასახიერა ფილმში „მარტოხელა რეინჯერი“. 2015 წელს გამოჩნდა ფილმში, „აგენტები U.N.C.L.E“. ხოლო 2017 წელს მეორე ხარისხოვანი როლი ითამაშა რომანტიკულ დრამაში, „შენი სახელით მომმართე“, ამ როლის შესრულებით მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში. 2018 წელს ფილმში „გენდერული თანასწორობა“ ამერიკელი ადვოკატი მარტინ დეივიდ გინსბურგი განასახიერა. 2018 წელს ბროდვეის თეატრში მონაწილეობა მიიღო ამერიკულ პიესაში „Straight White Men“.
2020 წელს მსახიობი დაადანაშაულეს კანიბალიზმში.[1][2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არმი ჰამერი — IMBD-ზე
- არმი ჰამერის ბიოგრაფია დაარქივებული 2020-04-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Milton, Josh. (January 15, 2020) Armie Hammer wanted to “barbecue and eat” his ex-partner’s rib, she has alleged, among other gruesome sexual fantasies and claims of emotional abuse.
- ↑ მსახიობი არმი ჰამერი კანიბალიზმშია ეჭვმიტანილი (30 იანვარი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-04. ციტირების თარიღი: 2021-01-30.