არმენ მკრტჩიანი
არმენ მკრტჩიანი (სომხ. Արմեն Մկրտչյան; დ. 6 ოქტომბერი, 1973, ვედი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. არის ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი და ევროპის ჩემპიონი. გარდა ამისა, არმენ მკრტჩიანს 1991 წელს მიენიჭა საერთაშორისო კლასის სსრკ სპორტის ოსტატის ტიტული და 1996 წელს სომხეთის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 ოქტომბერი, 1973 |
დაბ. ადგილი | ვედი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი |
სიმაღლე | 153 სმ სმ |
წონა | 52 კგ კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | სომხეთი |
სპორტი | ჭიდაობა |
სახეობა | თავისუფალი |
კლუბი | არარატი ვეტი |
მწვრთნელი | გრანტ იენოკიანი |
ჯილდოები | სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაარმენ მკრტჩიანი დაიბადა 1963 წლის 6 ოქტომბერს, ქალაქ ვედიში (სომხეთის სსრ-ში). მან მოჭიდავის კარიერა რაზმიკ კარაეპეტიანის ზედამხედველობის ქვეშ დაიწყო, ხოლო 1992 წლისდან კარიერის დასრულებამდე მისი მწვრთნელები იყვნენ იური ბაბაიანი და გრანტ იენოკიანი. მკრტჩიანი იყო სსრკ-ის ახალგაზდრული მოჭიდავეთა ნაკრების წევრი. 1990 წელს, 18 წლის ასაკში, ჭიდაობის ახალგაზდრულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო.
1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ, იგი საერთაშორისო ტურნიერბზე სომხეთის სახელით წარსდგებოდა. მან მოიგო 1992 წლის ესპოირის ევროპის ჩემპიონატი. მომდევნო წელს მოიგო 1993 წლის ესპოირის მსოფლიო ჩემპიონატი. 1994 წელს, რომში გამართულ ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვებით იგი გახდა სომხეთის დამოუკიდებეპი რესპუბლიკის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში პირველი ევროპის ჩემპიონი. ატლანტაში გამართულ ჭიდაობის 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგო ბრინჯაოს მედალი. იმის გამო, რომ მკრტჩიანი თავისი დივიზიონის საუკეთესო ექვს მოჭიდავეთა შორის იყო მან ავტომატური კვალიფიკაციის უფლება მიიღო მომავალ წელს დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაზე.
1996 წელს ატლანტაში გამართულ ლიმპიურ თამაშებზე არმენ მკრტჩიანმა ფინალს მიაღწია; ფინალში იგი ჩრდილოეთ კორეელ ოლიმპიურ ჩემპიონს კიმ II-ს დაუპირისპირდა. მათი ბრძოლა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა. დასასრულს, მკრტჩიანმა ერთი ქულით, 4:5 წააგო. ბოლო 5 წლის გამნავლობაში კიმ II-ისთვის ეს იყო ყველაზე ახლო ანგარიშით გამარჯვება. ამ შედეგით მკრტჩიანი გახდა პირველი ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი სომხეთიდან.
1997 წელს მკრტჩიანმა წონითი კატეგორია შეიცვალა: 48 კგ წონით კატეგორიიდან 54 კგ წონით კატეგორიაში გადავიდა. 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე გასაგზავნ გუნდში იგი ვერ მოხვდა. ჭიდაობის 2001 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოგების შემდეგ, არმენ მკრტჩიანმა მოჭიდავის კარიერა დაასრულა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Mkrtchyan vs Kim, 1996 Olympics video at YouTube.com
- Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. დაარქივებული ასლი. Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC. ციტირების თარიღი: 2019-11-02
- Armen Mkertchian at databaseOlympics.com. ციტირების თარიღი: 2008-01-26