არმაზის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერა

არმაზის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერა — ძველი ქართული ასომთავრული წარწერა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ არმაზის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სამხრეთ ფასადზე. დაზიანებული წარწერა აღმოაჩინა გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ექსპედიციამ 1935 წელს.

წარწერა რვა სტრიქონიანია:

  1. ქ. სხ~ლთ
  2. ა ღთისაჲ
  3. თა მე გ
  4. ...
  5. მმს~ხლნ დ...
  6. ე წ~ჲ ეკ~სჲ რკ ა
  7. პ~დ ჴლ~მწფსა
  8. ...სა

ანუ:

  1. ქ. სახელით–
  2. ა ღმრთისაჲ–
  3. თა მე, გ[იორგი?]
  4. [არმაზაელმან]
  5. მამასახლისმან დ[ავიწყ]–
  6. ე წმიდაჲ ეკლესიაჲ [ქ]რონიკონ[ს]ა
  7. პ~დ, ჴელმწიფებასა
  8. [გიორგის?]სა.

დათარიღება

რედაქტირება

წარწერა თარიღიანია. ქრონიკონი პ~დ = 84, რასაც ემატება 780. შესაბამისად წარწერა 864 წლით განისაზღვრება. ამ წელს დაუწყიათ ეკლესიის მშენებლობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 168
  • კ დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997, გვ. 43–44