არმავირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია (რუსეთი)

ეკლესია რუსეთში, არმავირი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია (რუს. Церковь Пресвятой Богородицы, სომხ. Եկեղեցին Սուրբ Մարիամ Աստվածածնի, აგრეთვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია რუს. Це́рковь Успе́ния Пресвято́й Богоро́дицы, სომხ. Եկեղեցին Վերափոխման է Սուրբ Աստվածածնի) და სომხურ-გრიგორიანული მიძინების ეკლესია (რუს. Армя́но-григориа́нская Успе́нская Це́рковь, სომხ. Հայերեն Առաքելական Եկեղեցին Վերափոխման)) — სომხური ეკლესია რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირში. აიგო 1861 წელს, ხოლო პირველი ღვთისმსახურება იმავე წლის აგვისტოში გაიმართა (იმავე დროს მოხდა ტაძრის კურთხევაც)[1].

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია
არმავირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია (რუსეთი) — რუსეთი
არმავირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია (რუსეთი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 44°55′14″ ჩ. გ. 41°04′46″ ა. გ. / 44.92056° ჩ. გ. 41.07944° ა. გ. / 44.92056; 41.07944
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია კრასნოდარის მხარე
ადგილმდებარეობა არმავირი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 2300543000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1846—1861

სომხური მიძინების ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე უძველესია ყუბანის რეგიონში. მისი მშენებლობა 1840 წელს დაიწყო. ტაძრის მშენებლობის იდეა არმავირის აულის დამაარსებელს გრიგორი ზასს ეკუთვნის, თუმცა იდეა ბევრად უფრო ადრე დაებადა. ეკლესიის მშენებლობისათვის საჭირო სახსრები პირადად იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა გამოყო, ხოლო მშენებლობის ნაწილი აულის მაცხოვრებლების მიერ შეგროვებული შემოწირულობით დასრულდა. ეკლესია ხის მასალისგან აშენდა ქვის საძირკველზე. მშენებლობა საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა. პრაქტიკულად მისი კურთხევისთანავე ის ხანძრის შედეგად განადგურდა. მოგვიანებით კვლავ ხის ეკლესიის აშენება გადაწყდა, თუმცა მშენებლობა გაურკვეველი მიზეზებით გაჭიანურდა. 1842 წლის აგვისტოში იმპერატორის გადაწყვეტილებით ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა გადაწყდა, რომლის მშენებლობის ხარჯები მთლიანად სახელმწიფო ხაზინიდან დაიფარა. ქვის ეკლესიის პროექტი აფანასი ფარაფონტივმა შექმნა და ის 1844 წელს დამტკიცდა. ახალი ეკლესიის მშენებლობა 1846 წელს დაიწყო. ნახაზების შედგენისას დაშვებული სერიოზული უზუსტობების გამო შენობას ბზარები გაუჩნდა და ნგრევა დაიწყო. სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. 1857 წელს პროექტი დაიხვეწა. სამლოცველო დარბაზში ძველი დანგრეულის ნაცვლად 4 ახალი საყრდენი სვეტი დამონტაჟდა.

  1. 1.0 1.1 Церковь Успения Пресвятой Богородицы в Армавире. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-16. ციტირების თარიღი: 2018-03-19.