არლის ხედი პურის ყანიდან

არლის ხედი პურის ყანიდანნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული ზეთს საღებავებით ტილოზე, 1888 წლის ივნისში, იმ ზაფხულს შესრულებულ პურის ყანის ნახატებთან ერთად. ამჟამად ინახება როდენის მუზეუმში, პარიზში.

არლის ხედი პურის ყანიდან
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1888
კატალოგი F545 და JH1477
ტიპი ზეთი ტილო
სიმაღლე 73
სიგანე 54
ქალაქი პარიზი
მუზეუმი როდენის მუზეუმი

ვინსენტ ვან გოგი 35 წლის იყო როდესაც საცხოვრებლად სამხრეთ საფრანგეთში, არლში გადავიდა. აქ მან კარიერის მწვერვალს მიაღწია, შექმნა საუკეთესო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნამუშევრები. მისი ნახატები ასახავდა პირადი ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებს. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი ნახატების სერიაა მზესუმზირები, რომლებიც ყველაზე ცნობილია ვან გოგის ვან გოგის შემოქმედებაში. ის მუშაობდა ბიჯითად და ხორცს ასხამდა ახალ იდეებს. ეს პერიოდი ასევე ცნობილია როგორც ვან გოგის ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ნაწილი, როდესაც ის მიმნდობი მხიარული და გახსნილი იყო.[1]

ამ პერიოდში მისი საქმიანობა წარმოადგენს იმპრესიონიზმის, ნეო-იმპრესიონიზმისა და იაპონური ხელოვნების გავლენის კულმინაციას, რამაც დაახლოებით ორ წელიწადსგასტანა. განვითარდა და ცვლილებები განიცადა მისმა სამხატვრო სტილმა, ფერთა პალიტრამ და ფუნჯის მოსმის პრინციპმა.[2]

პურის ყანები

რედაქტირება

ვან გოგი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ბუნების ცვალებადობისა და გლეხების კავშირით, მასზე დაკვირვებით, თესვისა და მოსავლის მკის პროცესით.[3] სწორედ ამ ჰარმონიულ კავშირზე ვან გოგი წერს:„მთესველი და პურის თავთავები იდგნენ უსასრულობისათვის, ცული კი როგორც სიკვდილის შეუცვლელი ნიშანი“. ვან გოგს განსაკუთრებით იტაცებდა მზის ჩასვლის პერიოდი, რომელიც სიკვდილისა და ხელახლა დაბადების სიმბოლო იყო მისთვის.[3]

1889 წელს ვან გოგი წერს ურის ყანის ხედზე რომელიც მისთვის განსაკუთრებით სიმბოლური იყო:„რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, რომელიც მიუწვდომელ, გაუგებარ საკითხებზე ფიქრობს, მაგარმ შეხედეთ ამ ყანას... ჩვენ, ვინც პურით ვცხოვრობთ, ჩვენ არ ვართ საკუთარი თავი იმდენად რამდენადაც პურის თავთავები არიან... არ ვართ მზად მოსაკვეთად მოსავლის აღების პერიოდში“.[4]

მკის პროცესის ნახატები

რედაქტირება

ივნისის მეორე ნახევარში ვინსენტმა ათი ნამუშევარი შექმნა რომლებზეც მკაა ასახული,[2] რამაც მას საშუალება მისცა ხატვის ახალი ტექნიკები გამოეცადა. 1888 წლის 21 ივნისს ის მეტაფორულად სწერს თავის ძმას თეო ვან გოგს:„მე ერთ კვირის მანძილზე მოკაშკაშე მზის ქვეშ პურის ყანაში ვმუშაობდი“.[5] მან პურის ყანის ნახატების სერია შემდეგნაირად აღწერა:„...პეიზაჟები, ყვითელი, ძველი, ოქროსფერი, სწრაფი, სწრაფი, სწრაფი, ისეთივე სწრაფი როგორის მოსავლის ამღები გლეხი მოკაშკაშე მზის ქვეშ, კონცენტრირებული მხოლოდ მკაზე“.[6]

ნახატის აღწერა

რედაქტირება

არლის ხედი პურის ყანიდან[7] ასახავს მკას. მიწაზე დალაგებულია აღებული მოსავალი. ნახატის შუაგულში ასახულია უშუალოდ მოსავლის აღების პროცესი,[8] რომელსაც ორი გლეხი აწარმოებს. სტილი რომლითაც ნახატია შესრულებული დამახასიათებელია პურის ყანის ამსახველი სხვა ნახატებისთვისაც, ამ სტილით შეგვიძლია მოვახდინოთ ვინსენტის შემოქმედების ამ პერიოდის იდენტიფიცირებაც.

  1. Morton, M; Schmunk, P (2000) The Arts Entwined: Music and Painting in the Nineteenth Century. New York: Garland Publishing, გვ. 177–178. ISBN 0-8153-3156-8. 
  2. 2.0 2.1 Wheat Field. Collection. Honolulu Academy of Art. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 25, 2011. ციტირების თარიღი: March 31, 2011. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Honolulu" defined multiple times with different content; $2
  3. 3.0 3.1 van Gogh, V (2008). Van Gogh and the Colors of the Night. Brusells: Mercatorfonds with Van Gogh Museum and Museum of Modern Art, გვ. 12, 25. ISBN 978-0-87070-736-0. 
  4. Landscape at Saint-Rémy (Enclosed Field with Peasant). Collection (2010). ციტირების თარიღი: March 31, 2011.
  5. Wheat Fields. Collection. Van Gogh Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 27, 2011. ციტირების თარიღი: April 1, 2011.
  6. „Effects of the Sun in Provence“ (PDF). National Gallery of Art Picturing France (1830-1900). Washington, D.C.: National Gallery of Art: 18. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-05-12. ციტირების თარიღი: 2017-06-27.
  7. Arles: View from the Wheat Fields. Van Gogh Paintings. Van Gogh Gallery. ციტირების თარიღი: April 2, 2011.
  8. ten-Doesschate Chu, P [2002] (2006). Nineteenth-Century European Art. Upper Saddle River, NJ: Prentice Hall, გვ. 436. ISBN 0-13-188643-6.