არკ-ე-სენანის სამეფო მარილის ქარხანა
არკ-ე-სენანის სამეფო მარილის ქარხანა (ფრანგ. Saline royale d'Arc-et-Senans) — ისტორიული შენობა სამხრეთ საფრანგეთის დუს დეპარტამენტის კომუნა არკ-ე-სენანში. მდებარეობს ქალაქ ბეზანსონიდან 35 კმ-ის დაშორებით, შოს ტყის გვერდით. აგებულია 1770-1780 წლებში, იმ დროის გამოჩენილი პარიზელი არქიტექტორის - კლოდ ნიკოლა ლედუს მიერ. ჩატარებული სამუშაო მნიშვნელოვანი მაგალითია ადრეული განმანათლებლობის პროექტისა, რომელშიც არქიტექტორმა ფილოსოფიაზე დაყრდნობით და რაციონალური გეომეტრიის მიხედვით ნაგებობები განალაგა მის ნაწილებს შორის იერარქიული კავშირების დამყარებით.
არკ-ე-სენანის სამეფო მარილის ქარხანა* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | საფრანგეთი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | i, ii, iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 47°01′59″ ჩ. გ. 5°46′52″ ა. გ. / 47.03306° ჩ. გ. 5.78111° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1982 (მე-6 სესია) | |
ნომერი | 203 | |
გაფართოება | 2009 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 203 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1982 წელს, კლოდ ნიკოლა ლედუს ინსტიტუტის მოთოვნის საფუძველზე, ნაგებობა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. დღეისათვის, ძგელი საზოაგდოებისთვის ღიაა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: