ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არიფ მელიქაღა-ოღლუ აღამალოვი (აზერ. Arif Məlikağa oğlu Ağamalov; დ. 30 მაისი, 1928 — გ. 2006) — აზერბაიჯანელი მხატვარი, აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვარი (1992).

არიფ აღამალოვი
მშობლიური სახელი აზერ. Arif Məlikağa oğlu Ağamalov
დაბადების თარიღი 30 მაისი, 1928
გარდაცვალების თარიღი 2006
მოქალაქეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ალმა-მატერი აზიმა აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სასწავლებელი,
მოსკოვის გამოყენებითი და დეკორატიული ხელოვნების ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

არიფ აღამალოვი დაიბადა 1928 წლის 30 მაისს.[1] დაამთავრა ა. აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ბაქოში და მოსკოვის გამოყენებითი და დეკორატიული ხელოვნების ინსტიტუტი.[2] 60-იანიდან 90-იან წლებამდე აღამალოვი ძირითადად მონუმენტურ ჟანრში მუშაობდა, ბაქოს ფარგლებში ბევრი ნაუშევარი შექმნა. მხატვრის ძირითად ნაწარმოებებს წარმოადგენს მოზაიკური პანელები, რომლებიც ბაქოში მეტროს სადგურ „ნეფტჩილიარს“ ამშვენებს; ყოფილი სასტუმრო შენობა „აპშერონის“ ცენტრალური შესასვლელის მოსაპირკეთებლად გამოყენებული მოზაიკური ფრიზები ოქროსფერ-ცისფერ ტონებში, შესრულებული შენობის წინა პლანის ზედა ნაწილში.

არიფ აღამალოვი ათ წელზე მეტი ხანი მეთაურობდა აზერბაიჯანის სამხატვრო ფონდს, შემდეგ თითქმის ათი წლის განმავლობაში ფონდის მთავარი მხატვარი და ბაქოს მთავარი მხატვარი იყო.[2] არიფ აღამალოვი გარდაიცვალა 2006 წელს[1].

  1. 1.0 1.1 Агамалов Ариф Мелик-Ага оглы. artru.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-06. ციტირების თარიღი: 2015-10-06.
  2. 2.0 2.1 Bannaeva N. Человек, украшавший город Азербайджанские известия 2007
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არიფ_აღამალოვი“-დან