არიფ არდებილი — XIV საუკუნის პოეტი, წარმოშობით აზერბაიჯანელი. წერდა სპარსულად. იყო შირვანშაჰ ქეიქაუს იბნ ქაიყობადის (1345-1373) კარის პოეტი. ქმნიდა კასიდებს. შემორჩენილია მისი პოემა „ფარჰადნამე“ (1369), რომლის თემა ნასესხებია ნიზამის „ხოსროვი და შირინიდან“. მთავარ გმირად არიფ არდებილიმ აქცია ნიზამის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი — ხუროთმოძღვარი ფარჰადი, პოემა შეავსო ხალხში გავრცელებული ფარჰადისა და შირინის ლეგენდებით.

არიფ არდებილი
დაბადების თარიღი 1311
დაბადების ადგილი არდაბილი
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა  ირანი

ლიტერატურა

რედაქტირება