ტაკეო არისიმა

(გადამისამართდა გვერდიდან არისიმა ტაკეო)

არისიმა ტაკეო (იაპონ. 有島武郎; დ. 4 მარტი, 1878 ― გ. 9 ივნისი, 1923) — იაპონელი მწერალი. წარმოშობით არისტოკრატი. გატაცებული იყო ძენბუდიზმით, შემდეგ — ქრისტიანობითა და ტოლსტოის მოძღვრებით. გაეცნო კროპოტკინის, კაუცკის, ენგელსის შრომებს. სიცოცხლის მიწურულში ამტკიცებდა სოციალისტური რევოლუციის გარდაუვალობას. 1922 თავისი მიწები გლეხებს დაურიგა. 1923 წელს თავი მოიკლა.

ტაკეო არისიმა
იაპონ. 有島武郎
დაბადების თარიღი 4 მარტი, 1878(1878-03-04)[1] [2]
დაბადების ადგილი Koishikawa-ku
გარდაცვალების თარიღი 9 ივნისი, 1923(1923-06-09)[3] [1] [2] (45 წლის)
გარდაცვალების ადგილი კარუიძავა
დასაფლავებულია ტამის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, პოეტი, რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, პროზაიკოსი და ესეისტი
მოქალაქეობა იაპონია
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჰავერფორდის კოლეჯი, Sapporo Agricultural College და Gakushuin Boys' Junior and Senior High School
Magnum opus Osue no Shi, Descendants of Cain, Q28689370?, A Certain Woman, Q22125704?, Q22128616?, Q11458701?, Jikkenshitsu, Q22124488? და Kurara no Shukke
შვილ(ებ)ი Masayuki Mori
ნათესავ(ებ)ი Yoshihiro Takagi, Naoyoshi Yamamoto, Kamio Mitsuomi და Shigetake Arishima

მისი ნაწარმოებებია რომანი „ქალი“ (1913-1919) და ნოველა „კაენის შთამომავალი“ (1917). არისიმა ტაკეოს შემოქმედების მთავარი თემაა საზოგადოებისაგან გარიყული ამაყი ადამიანის ცხოვრება. მისი განდგომილი გმირების ამბოხი მარტოკაცის უნაყოფო პროტესტია. ბოლო წლებში დიდ ყურადღებას უთმობდა პუბლიცისტიკას.