აჰრიმანი
(გადამისამართდა გვერდიდან არიმანი)
აჰრიმანი (არიმანი, ანგრო მაინუ) — ბოროტი სული ზოროასტრიზმში, უარყოფითი სულიერი საწყისის განსახიერება. დადებითი სულიერი საწყისის — აჰურა მაზდას საპირისპირო საწყისი. აჰრიმანი და აჰურა მაზდა გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს.
აჰრიმანი ყველა სიავის — სიკვდილის, ავადმყოფობის, ზამთრის, გვალვის მომტანია; აჰრიმანი მტაცებელი ცხოველებისა და მეომარი მომთაბარე ტომების მფარველია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 114.