ართავაზდ კარამიანი
ართავაზდ კარამიანი (სომხ. Արտավազդ Քարամյան, აგრეთვე ცნობილი როგორც არტიომ კარამიანი; დ. 14 ნოემბერი, 1979, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით იყო მარცხენა ნახევარმცველი/მარცხენა მცველი. იგი თამაშობდა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. ართავაზდი არის აგრეთვე ფეხბურთელი, არმან კარამიანის ტყუპი ძმა.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 14 ნოემბერი, 1979 | ||
დაბადების ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა ნახევარმცველი/მარცხენა მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1996 - 1997 | არაბკირი | 7 | (3) |
1997 - 1998 | პიუნიკი | 10 | (1) |
1999 - 2001 | კილიკია | 56 | (18) |
2001 - 2002 | პიუნიკი | 42 | (20) |
2003 | პანაჩაიკი | 15 | (1) |
2003 - 2004 | არსენალ-კიევი | 11 | (1) |
2004 - 2007 | რაპიდი | 50 | (1) |
2007 - 2010 | რიმაშოარა | 92 | (16) |
2010 | სტიაუა | 8 | (0) |
2010 - 2011 | ურინია | 3 | (0) |
2012 - 2014 | აკადეიკა კლინსენი | 42 | (8) |
ეროვნული ნაკრები | |||
2000 - 2010 | სომხეთი | 50 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაართავაზდ კარამიანმა პროფესიონალური ფეხბურთის თამაში 1996 წელს დაიწყო. ამ წელს, ის და მისი ძმა არმან კარამიანი საფეხბურთო კლუბ არაბკირს შეუერთდნენ. 1997 წელს ძმები სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ პიუნიკს შეუერთდნენ. ართავაზის პიუნიკში ყოფნის დროს კლუბმა მოიგო: სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა (2001, 2002), სომხეთის თასი (2002) და სომხეთის სუპერთასი (1997, 2002). 1999 წელს ორივე ძმა კილიკიაში გადავიდა, ხოლო 2002 წელს კვლავ პიუნიკში დაბრუნდნენ. 2003 წელს ორივე მათგანმა კონტრაქტი გააფორმა საბერძნეთის ფეხბურთის ლიგის კლუბ პანაჩაიკის. 2003 წლიდან 2004 წლამდე, ტყუპები თამაშბდნენ უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ არსენალ-კიევში. 2004 წელს ორივე მათგანი შეუერთდა ლიგა პირველი კლუბ რაპიდს. ართავაზდი კლუბში მთელი სეზონი დარჩა, ხოლო არმანმა ეს სეზონი გამოტოვა. ართავაზდის კლუბში თამაშის პერიოდში, რაპიდი გახდა 2005-2006 წლების დივიზია-A-ს ჩემპიონატის ფინალისტი და მოიგო 2005-2006 და 2006-2007 წლების „კუბიკ რუმინი“. კლუბი აგრეთვე გავიდა 2005-2006 წლების ეურო თასის მეოთხედფინალში. 2007 წელს ორივე ძმა კლუბ რიმაშოარას შეუერთდა. მომდევნო სეზონში, კლუბი იყო 2008-2009 წლების ლიგა პირველის ჩემპიონატის ფინალისტი.
საერთაშორისო კარიერა
რედაქტირებაართავაზდ კარამიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2000 წლის 9 იანვარს, გვატემალას წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ამის შემდგომ მან 10 წლის განმავლობაში 50 თამაშში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 2 გოლი. 2010 წელს, მან ეროვნული ნაკრები დატოვა.
თამაშის სტილი
რედაქტირებამის მთავარ უპრატესობებს წარმოადგენს მისი სისწრაფე და თავისუფალი დარტყმები.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაართავაზდი დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი.[1]
ართავაზდს ჰყავს ტყუპი ძმა, არმან კარამიანი, რომელიც აგრეთვე პროფესიონალი ფეხბურთელია; ძმებს თითმის მთელი კარიერა ერთად აქვთ გატარებული.
2014 წელს, მან ძმასთან ერთად რუმინეთის მოქალაქეობა მიიღო. ისინი ცოლებთან და შვილებთანერთად რუმინეთში ცხოვრობენ.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ართავაზდ კარამიანი — National-Football-Teams.com
- armfootball.tripod.com
- ართავაზდ კარამიანი — FootballDatabase.eu
- ართავაზდ კარამიანი — Soccerway
სქოლიო
რედაქტირება- ↑ У Артаваздa Карамяна тоже счастье ru. armsport.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 February 2011. ციტირების თარიღი: 31 March 2013.
- ↑ Karamienii sunt români! Romanian. SportNews (4 November 2014).