არზამასის აღდგომის ტაძარი
არზამასის აღდგომის ტაძარი (რუს. Воскресенский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი არზამასში (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი). მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.
არზამასის აღდგომის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°23′12″ ჩ. გ. 43°48′48″ ა. გ. / 55.38667° ჩ. გ. 43.81333° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი |
ადგილმდებარეობა | არზამასი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1814-1842 |
ეკლესიას დომინირებული მდგომარეობა უკავია არზამასის ტაძრის მოედანზე. იგი ააშენეს 1812 წელს და მიუძღვნეს რუსი ხალხის გამარჯვებას 1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომში.
შენობის ასაშენებლად დაიხარჯა 5,5 მლნ აგური, 1 000 კუბური მეტრი ფუნდამენტის ქვა და 164 ტონა რკინა. ეკლესიის პროექტი შეადგინა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიხაილ კორიფსკმა (1788-1851 წწ.), რომელიც იყო ცნობილი რუსი არქიტექტორის ა. ვორონიხინის მოსწავლე.
არზამასის აღდგომის ტაძარი ქალაქის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა. იგი დაგას მაღალ გორაზე. შენობას აქვს ბერძნული ჯვრის ფორმა, რომელიც ჩასმულია კვადრატში. ტაძრის სიგრძე და სიგანე არის 30 საჟენი (63 მეტრი და 90 სმ), ხოლო სიმაღლე 22 საჟენი (46 მ 86 სმ). ფრონტონებზე გამოსახულია ბიბლიური სცენების ამსახველი ფრესკები: „ქრისტეს აღდგომა“ (აღმოსავლეთის ფრონტონი), „აბრაამის მიერ სამების ხილვა“ (სამხრეთი ფრონტონი), „ყველა წმინდანის კრება (დასავლეთი ფრონტონი), „ღვთისმშობლის საფარველი“ (ჩრდილოეთის ფრონტონი).
საბჭოთა პერიოდში ეკლესიას აფეთქება დაუპირეს, მაგრამ მოსახლეობის ძლიერი რეაქციის გამო მხოლოდ დახურეს. ეკლესიის გახსნის საკითხს განიხილავდა სრულიად რუსეთის პატრიარქი სერგი, რომელიც არზამასის მცხოვრები იყო. 1947 წელს ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა[1].
2009 წლის სექტემბერში ეკლესიას სტუმრობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე[2].
2017 წლის 13 აგვისტოს, რუსეთის პატრიარქის კირილეს დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით არზამასის აღდგომის ტაძარში ლიტურგია აღავლინა მოქმედმა პატრიარქმა კირილემ[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Одинцов М.И. Деятельность Совета по делам Русской православной церкви в 1943-1958 гг.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-18. ციტირების თარიღი: 2018-03-16.
- ↑ Патриарх посетил Воскресенский кафедральный собор в Арзамасе დაარქივებული 2012-06-18 საიტზე Wayback Machine. , (фото), Нижегородская епархия, 10 сентября 2009 года
- ↑ http://www.patriarchia.ru/db/text/4981044.html