არეულშრეებრივი კონგლომერატები
„არეულშრეებრივი კონგლომერატები“ — თბილისში მამადავითის ანტიკლინის თაღურ ნაწილში არსებული ქაოსურად განლაგებული ტუფოგენური მასალით შეცემენტებული შუაეოცენური ასაკის ქანები (ლოდბრექჩიები), რომელიც პირველად შეისწავლა ცნობილმა გერმანელმა გეოლოგმა ჰერმან აბიხმა (1806-1886) და მანვე უწოდა „არეულშრეებრივი კონგლომერატები“. არეულშრეებრივი კონგლომერატები გამოირჩევა თავისებური სტრუქტურით. მისი განსაკუთრებით თვალსაჩინო გაშიშვლებაა მდინარე მტკვრის მარცხენა ქარაფოვან ნაპირზე, მეტეხის ხიდიდან ორთაჭალჰესამდე.
მეტეხის ტაძრის ქვემოთ, ფლატეზე, მათი სისქე 20-30 მეტრია, ცალკეული ლოდების სიგრძე 10-20 მ-ია, ზოგან მეტიც, სიგანე 1-2 მ. ერთიმეორის მორიგეობით ენაცვლება ტუფების, ტუფოგენური ქვიშაქვებისა და თიხა კარბონატული შედგენილობის დანალექი ქანის შრეები. ამავე ქანებითაა აგებული ლოდბრექჩიების აუშლელი შრეები. საგები, რომელიც მხოლოდ მდინარე მტკვრის წყალმცირობისას ჩანს მათი წარმოშობა წყალქვეშა მეწყრული მოვლენებითაა ახსნილი (აკად. ალექსანდრე ჯანელიძე). მეტეხის „არეულშრეებრივი კონგლომერატები“ შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქე. – თბილისი.–ენციკლოპედია. თბ. 2002