არგენტინული კულტურა

არგენტინის კულტურა განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში და შერწყმულია ეთნიკური ჯგუფების კულტურასთან. თანამედროვე არგენტინის კულტურამ უდიდესი გავლენა განიცადა ევროპული იმიგრაციისას, სულ მცირეა ადგილობრივ ინდიელეთა და აფრიკელთა კულტურების გავლენა, ისიც მუსიკასა და ხელოვნებაში. ბუენოს-აირესი და სხვა ქალაქები ევროპული არქიტექტურის ნათელი მაგალითებია, მაგრამ რაც შეეხება უფრო ძველ დასახლებებს ამ ქალაქების შიგნით, აქ თანამედროვე სტილი, არგენტინის ესპანური მმართველობის წარსულიდან გამომდინარე, შერწყმულია კოლონიურ არქიტექტურასთან. მსხვილ ურბანულ ცენტრებში მარვლადაა მუზეუმები, კინოთეატრები, გალერეები.

სანტა-ფეს მუნიციპალური ტეატრი

კინო და თეატრი რედაქტირება

არგენტინული კინოს ისტორია სათავეს იღებს 1896 წლიდან და მოიცავს 2,500 სრულმეტრაჟიან ფილმს, მოპოვებული აქვს არაერთი საერთაშორისო აღიარება.

არგენტინული თეატრი სათავეს იღებს 1783 წელს და დაკავშირებულია ვიცე-მეფე ხუან ხოსე დე ვერტის ი სალსედოსთან. უკვე 1804 ბუენოს-აირესში გაიხსნა თეატრი, რომელიც დღესაც მოქმედებს.

მუსიკა რედაქტირება

 
ტანგო

არგენტინული კულტურის ყველაზე ცნობილი ელემენტია ტანგო. თანამედროვე არგენტინაში, ტანგოს მუსიკას მკაცრი წესები გააჩნია.

ხალხური მუსიკა და ცეკვა ძირითადად ქვეყნის პროვინციებშია პოპულარული და უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივისა და ევროპული სტილის ნაზავს წარმოადგენს.

1970-იანი წლებიდან ქვეყანაში პოპულარული ხდება როკ-მუსიკა.

სამზარეულო რედაქტირება

 
ასადო

არგენტინული სამზარეულო ესაა ტიპური ევროპული სამზარეულო, განიცდის მძლავრ იტალიურ, ესპანურ და ფრანგულ გავლენას, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ესაა ხმელთაშუაძღვიური სამზარეულოს ვარიაცია. ყველაზე ცნობილი არგენტინული კერძია ასადო, რომელიც ძროხის ხორცისა და შიგნეულობისგან მზადდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება