არბოშიკის ქუჩა
არბოშიკის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (შავი სოფელი); სამასი არაგველის მესამე შესახვევიდან არტემ ლუსინიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1961 წლამდე შესახვევი იყო.
არბოშიკის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 20, ISBN 978-99928-20-35-3.