არა აბრაჰამიანი
არა აბრაჰამიანი (სომხ. Արա Աբրահամյան; დ. 27 ივლისი, 1975, გიუმრი, სომხეთის სსრ) — სომეხი-შვედი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. მოგებული აქვს ორი მსოფლიო ჩემპიონატი 76 და 84 კილოგრამ კატეგორიებში და ვერცხლის მედალი 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე 84 კილოგრამ კატეგორიაში. აგრეთვე მოიგო ბრინჯაოს მედალი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე,[1] თუმცა მან მედლის მიღებაზე უარი თქვა ნახევარფინალში მიღებული საკამათო გადაწყვეტილების გამო. ხალხმრავალი დაჯილდოვების ცერემონიის დროს, აბრაჰამიანმა გააპროტესტა ჭილობის შუაში მედლის მდებარეობა. იგი მოგვიანებით იქნა დისკვალიფიცირებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ (IOC).[2] შემთხვევის გამო ოლიმპიადისგან უვადო აკრძალვა მიიღო. აგრეთვე FILA-მ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა, მაგრამ 2009 წლის მარტში აკრძალვა გააუქმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ.
არა არბაჰამიანი (2014) | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
სრული სახელი | არა არბაჰამიანი |
ეროვნება |
სომეხი შვედი |
დაბ. თარიღი | 27 ივლისი, 1975 |
დაბ. ადგილი | გიუმრი, სომხეთის სსრ |
სიმაღლე | 191 სმ სმ |
წონა | 84 კგ კგ |
სპორტი | |
ქვეყანა |
სომხეთი შვედეთი |
სპორტი | ჭიდაობა |
სახეობა | ბერძნულ რომაული |
კლუბი | სპარვაგენსი |
მწვრთნელი | რისზარდ სვიერადი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაარა აბრაჰამიანმა მოჭიდავის კარიერა დაიწყო 8 წლის ასაკში, სომხეთში. იგი სამჯერ გახდა სომეხთა ახალგაზრდა ჩემპიონი. 1994 წელს ჩავიდა სტოკჰოლმში, შვედეთში და მონაწილეობა მიიღო სტოკჰოლმის ახალგაზრდულ ღია ოლიმპიადაშე, რომელიც გამარჯვებით დაასრულა. მან სომხეთის ეროვნული ნაკრები დატოვა და 1998 წელს შვედეთის ნაკრებს შეუერთდა.
ოლიმპიადაში მონაწილეობა
რედაქტირება2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადა
რედაქტირება2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე არა აბრაჰამიანი შვედეთს წარმოადგენდა. იგი ასპარეზობდა 69-75 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადა
რედაქტირებაარა აბრაჰამიანი 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ კარიერის დასრულებას გეგმავდა, ხოლო თვით ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება ჰქონდა დაგეგმილი. გრძელ და დამღლელ ფინალში რუს ალექსეი მაშინთად დამარცხების შემდეგ, აბრაჰამიანმა საკუთარ გვერდზე დაწერა:„ფინალი 1:1 დასულდა. ეს ნიშნავს წაგებას, თუ რუსს შეხვდებით“.[3]
პელე სვენსონი, კარიერადასრულებული ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (ბერძნულ-რომეული სტილით ჭიდაობა; 100 კგ კატეგორია) და FILA-ის საბჭოს წევრი 1990-2007 წლებში, მოწმე გახდა თუ როგორ აძლევდა მსაჯს ნიშანს მიხაილ მამიაშვილი.[4] როდესაც სვენსონი მიუახლოვდა მას და აცნობა, რომ ეს წესების მიხედვით არ იყო ნებადართული, მამიაშვილმა მას უპასუხა: "თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სიკვდილი".[4] მოგვიანებით სვენსონმა დაადგინა, რომ რუმინელი მსაჯი მოქრთამული იყო (სვენსონის თანახმად, მსაჯმა მიიღო ერთ მილიონზე მეტი შვედური კრონა).[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ara Abrahamian დაარქივებული 2022-01-26 საიტზე Wayback Machine. , official website
- Ara Abrahamian, profile at the 2008 Summer Olympics website
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ara Abrahamian profile დაარქივებული August 12, 2008, საიტზე Wayback Machine. , official 2008 Olympics site, 2008-08-14
- ↑ „International Olympic Committee (IOC) stripps bronze medal for disrupting award ceremony“. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 19, 2008.
- ↑ Official home page დაარქივებული 2022-01-26 საიტზე Wayback Machine. . See entry dated August 31, 2004 in the news section (Swedish)
- ↑ 4.0 4.1 4.2 Sjöberg, Daniel (2008-08-14). „Pelle Svensson: Jag blev mordhotad“ (Swedish). Aftonbladet. ციტირების თარიღი: 2008-08-17.