არახვეთის სახიზარი

არახვეთის სახიზარი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არახვეთში. თარიღდება შუა საუკუნეებით.

სახიზარი მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 10-15 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სახიზრის ქვეშ მიწის დონეზე კლდის ფლეთილი ქვებით ამოყვანილია ერთგვარი კოშკის მსგავსი ბაქანი. ბაქნიდან ზემოთ სახიზრამდე კლდის გაშიშვლებული ვერტიკალურ კედელია. შესაძლოა ამ კლდოვან ქანში ხის სოლებზე გამართული კიბეები ან სხვა სახის კონსტრუქცია იყო მოწყობილი რომლის საშუალებითაც სახიზარში ხდებოდა ასვლა ან თოკის კიბეც გამოეყენებინოთ სახიზარში მოსახვედრად. სახიზარი წარმოადგენს 2 სართულად განლაგებულ სივრცეს. რომლის საფასადე მხრიდან ორივე კუთხეში კარგად დამუშავებული მოზრდილი ბოლკის მსგავსი კვადრებით არის ამოყვანილი კუთხეები. ცენტრალური სივრცე კედლების გარეშეა წარმოდგენილი და ღიაა დღეისათვის. კუთხეებში ამოყვანილ კედელში ჰორიზონტალურად განთავსებულია ხის ძელები, რომლებიც ორ სართულად ყოფს მთლიან სივრცეს. პირველი სართულის იატაკის დონეზე კარგად ჩანს ქვემოდან სახიზარში ამოსასვლელი ოთხკუთხა ფოსო. მეორე სართულის იატაკი არ ფიქსირდება მთლიანად ჩაქცეულია. ძნელია ზუსტად სახიზრის შიდა სივრცის მოცულობის განსაზღრა, თუმცა დრონით გადაღებული ფოტოებიდან ჩანს რომ საფასადე მხრიდან სიღრმეში დაახლოებით 1.5-2 მეტრამდეა შეწეული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39270