არაშენდის ეკლესია

არაშენდის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ არაშენდის სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (4,2 X 3,1 მ). ნაგებია რიყის ქვით. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ერთი სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნის მცირე ნაწილი. ეკლესია დახურული ყოფილა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება