არაქელოცვანქი
არაქელოცვანქი (სომხ. Առաքելոց վանք; „მოციქულთა მონასტერი“) — XIII საუკუნის მონასტერი სომხეთში. მდებარეობს სოფელ კირანციდან სამხრეთ-დასავლეთით 3 კილომეტრში, ტავუშის პროვინციაში. სამონასტრო კომპლექსი განლაგებულია მდინარე კუნენის მარცხენა ნაპირზე, ბორცვის თავზე და გარშემორტყმულია უღრანი ტყით.
არაქელოცვანქი Առաքելոց վանք | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°03′00″ ჩ. გ. 45°06′22″ ა. გ. / 41.05000° ჩ. გ. 45.10611° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
ადგილმდებარეობა | კირანცის მახლობლად, ტავუშის პროვინცია, სომხეთი |
სასულიერო სტატუსი | მიტოვებული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | სომხური |
თარიღდება | XIII საუკუნით |
მონასტრიდან დაბლა, დაახლოებით 80 მეტრში მდებარეობს ქარვასლის ნანგრევები. შემდეგ ბორცვზე, ასევევ, შემორჩენილია სამლოცველოს ნანგრევები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „არაქელოცვანქი“ ვიკისაწყობში.
- Armeniapedia.org: Arakelots Monastery