მაპუდუნგუნი

(გადამისამართდა გვერდიდან არაუკანული ენა)

მაპუდუნგუნი (mapu - დედამიწა, dungun - ლაპარაკი) აგრეთვე ცნობილი როგორც არაუკანული ენამაპუჩეს (არაუკანების) ხალხის ენა. გავრცელებულია ცენტრალურ ჩილესა და მის მოსაზღვრე არგენტინის რაიონებში. ამ ენაზე მოსაუბრეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ამავე დამწერლობაზე გამოცემული პუბლიკცაციების თანახმად, მათი რიცხვი 2008 წლისთვის 700 000 იყო,[1] სხვა მოხსენებების თანახმად კი 240 000, საიდანაც 200 000 ჩილეში ცხოვრობს, ხოლო 40 000 არგენტინაში. საერთო ჯამში კი მაპუდუნგუნზე ყოველდღიურად მოლაპარაკეთა რიცხვი 150,000 შეადგენს.[2]

მაპუდუნგუნის ენაზე შესრულებული გრაფიტი წარწერით — „ომის საბჭო“

მაპუდუნგუნი დაცვის თვალსაზრისით სერიოზულ საფრთხეს განიცდის, მიუხედავად ჩილეს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებისა სიტუაციის გამოსასწორებლად მაპუჩეს ხალხით დასახლებულ რაიონებში მის საგანმანათლებლო დონეზე აყვანისა. ასევე სერიოზული განხილვის საგანია თუ რომელი ანბანი უნდა იქნეს გამოყენებული ამ ენისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (ესპანური) Berretta, Cañumil, Cañumil (2008) Diccionario Castellano-Mapuche. ISBN 978-987-05-4139-4
  2. (ესპანური) Zúñiga, Fernando (2007) Mapudunguwelaymi am? '¿Acaso ya no hablas mapudungun?' Acerca del estado actual de la lengua mapuche. Estudios Públicos 105: 9-24.