არატე სიკიონელი
არატე სიკიონელი (ძვ. ბერძნ. Ἄρατος; დ. ძვ. წ. 271 — გ. ძვ. წ. 213), ძველი ბერძენი სახელმწიფო მოღვაწე.
ადრე დაობლდა, გაიზარდა არგოსში. აქედან თავისი მომხრეებით სიკიონში დაბრუნდა, სადაც ძვ. წ. 251 წელს დაამხო ნიკოკლეს ტირანია და მშობლიური ქალაქი აქაველთა კავშირში შეიყვანა. 17-ჯერ აირჩიეს სტრატეგოსად. ძვ. წ. 245-იდან აქაველთა კავშირის ფაქტობრივი მეთაური იყო. ეგვიპტესთან კავშირით შეძლო თითქმნის მთლიანად დაეხსნა აქაია მაკედონიის ბატონობისაგან, მაგრამ არატე სიკიონელმა ვერ გაბედა პელოპონესის დასაუფლებლად მარტო შეჰბმოდა ძლიერ მეტოქეს - სპარტას და დახმარებისათვის მაკედონიას მიმართა. ძვ. წ. 221 სპარტა დამარცხდა, მაგრამ აქაია მაკედონელთა უღელქვეშ მოექცა. ძვ. წ. 213 არატე სიკიონელი ფილიპე მაკედონელმა მოაწამვლინა. არატე სიკიონელს დაუწერია "მოგონებანი", რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ გამოუყენებიათ პოლიობიოსსა და პლუტარქეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 543.