ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არასრულწლოვანი ― პირი, რომელიც ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით არ ითვლება სრულწლოვნად და გარკვეული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის უფლება არ აქვს მინიჭებული. საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.[1] სამართალში არასრულწლოვანი აღნიშნავს პიროვნებას, რომელსაც კონკრეტული ასაკისთვის, ჩვეულებრივ, სრულწლოვანებამდე, არ მიუღწევია. სრულწლოვანება ამა თუ იმ ქვეყნის იურისდიქციაზეა დამოკიდებული, მაგრამ უმეტესწილად 18 წლით განისაზღვრება. არასრულწლოვანება შეიძლება სხვა კონტექსტშიც იქნას გამოყენებული. მაგალითად, აშშ-ში მოწევისა და ალკოჰოლური სასმელების მიღების ასაკად 21 წელია განსაზღვრული და 21 წლამდე ასაკის ადამიანებიც შეიძლება მოიხსენიონ არასრულწლოვნად, თუკი თამბაქოსა და ალკოჰოლის კანონებთან კონტექსტში საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება 18 წელს გადაცილებული იყვნენ.[2][3]

ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის: ავსტრალიაში, სერბეთში,[4] ინდოეთში, ბრაზილიაში, ხორვატიაში, კოლუმბიასა და გაერთიანებულ სამეფოში არასრულწლოვანი განმარტებულია, როგორც პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია. აშშ-ში სრულწლოვანების ასაკი შტატების მიერ ინდივიდუალურად განიმარტება, თუმცა „არასრულწლოვანი“ ჩვეულებრივ 18 წლამდე ასაკის ადამიანს აღნიშნავს, თუმცა ზოგიერთ სფეროში (როგორებიცაა ალკოჰოლი, გემბლინგი და იარაღის ტარება) 21 წლამდე ასაკის ადამიანსაც შეიძლება აღნიშნავდეს.

ტაივანსა და ტაილანდში არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც 20 წელი არ შესრულებია, ხოლო სამხრეთ კორეაში ― პირი, რომელსაც 19 წელი არ შესრულებია. სრულწლოვანების ასაკი ახალ ზელანდიაშიც 20 წელია,[5] მაგრამ უფლებების ნაწილს უფრო უმცროს ასაკშიც იღებენ, მაგალითად, ალკოჰოლის მიღებისა და არჩევნების უფლება 18 წლიდან ეძლევათ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. ზურაბიშვილი, დ. გობრონიძე, გ. (2011). სამოქალაქო განათლების ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი. გვ. 16.
  2. Liquor Control Act. State of Connecticut. ციტატა: „'Minor' means any person under twenty-one years of age.“
  3. Offenses Against the Family. State of Tennessee. ციტატა: „As used in this section, minor means a person under twenty-one (21) years of age.“
  4. Zakon o maloletnim učiniocima krivičnih dela i krivičnopravnoj zaštiti maloletnih lica sr. ციტირების თარიღი: 2021-07-31
  5. Age of Majority Act 1970. ციტირების თარიღი: 9 August 2016