არანისის ეკლესია
ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დგას სოფლის განაპირას, დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას, სასაფლაოს ტერიტორიაზე. აგებულია XVIII-XIX საუკუნეებში. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა და კონქის ნაწილი, აქა-იქ მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია (8 X 4,8 მ), ნაგებია ტლანქად დამუშავებული ქვიშაქვით და აგურით. კედლები შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია. აბსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო სარკმელი, რომლის მარცხნივ სწორკუთხა ნიშია. ერთი თაღოვანი სარკმელი დარბაზის ჩრდილოეთ კედელშია. ეკლესიის კამარა ეყრდნობოდა კონსოლებზე დაყრდნობილ ორ თაღსა და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს.
ეკლესიის განივ ფასადებზე გამოსახულია თითო შეღრმავებული ჯვარი. კედლები დასრულებული ყოფილა აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელსაც ფრონტონის ბოლოებში ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ეკლესიის სახურავის კეხზე, დასავლეთ კიდეში დაშენებულია აგურის პატარა სამრეკლო — ოთხ მხარეს თაღებით გახსნილი ვიწრო ფანჩატური, რომელსაც აგურისავე პირამიდული სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- თ. დვალი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 215.