არაზბარი (მუღამი)
„არაზბარი“ (აზერ. Arazbarı ) ერთ-ერთი რიტმული აზერბაიჯანული მუღამია, რომელიც ზარბი-მუღამის მიმდინარეობას ეკუთვნის. პოეტური ტექსტი შედგება ხალხური სიმღერებისგან. არაზბარი, ისევე როგორც აშუღური მელოდიები, აშუღ ოსტატების შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნაწილია. მომავალში ისინი გამოიყენეს აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის სხვა ელემენტებთან ერთად კლასიკური ევროპული ტრადიციის მუსიკალურ კომპოზიციებში. კერძოდ, კომპოზიტორმა უზეირ ჰაჯიბეკოვმა შექმნა არაზბარის სიმფონიური ვერსია და გამოიყენა იგი პირველ აზერბაიჯანულ ოპერაში „ლეილი და მეჯნუნი“.