არადუს ეკლესია
არადუს ეკლესია — ეკლესია სოფელ არადუში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.
ეკლესია აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ნაგებობა წარმოადგენდა ხის დარბაზულ ეკლესია. აღმართული იყო სამსაფეხურიან ცოკოლზე. XX საუკუნის შუა წლებში ეკლესია დაუშლიათ და ხის მასალა გამოუყენებიათ სკოლის შენობისთვის.
ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.