არაგვისპირის ციხე-წისქვილი

არაგვისპირის ციხე-წისქვილი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შემორჩენილია 0,8-1,3 მეტრ სიმაღლეზე. 1983 წელს გათხარა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპერდიციამ. ძეგლი შედგება მოზრდილი დარბაზისა და სათავდაცვო კოშკისაგან. ნაგებია რიყის ქვითა და მტკიცე დუღაბით. დარბაზში დოლაბები ყოფილა გამართული. კოშკი მრგვალია, გადმოცემით, ორსართულიანი ყოფილა. იგი არაგვის ხეობის ციხე-წისქვილთაგან ერთადერთი გადარჩენილი ძეგლია.

ლიტერატურა

რედაქტირება