არაბული ვიკიპედია
არაბული ვიკიპედია (არაბ. ويكيبيديا العربية ან ويكيبيديا، الموسوعة الحرة) — ვიკიპედიის განყოფილება არაბულ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაეშვა 2003 წლის 9 ივლისს. 2012 წლის მარტის მდგომარეობით შეიცავდა 170 000 სტატიას. დარეგისტრირებულია 400 ათასზე მეტი მომხმარებელი, არსებობს 12,000 გამოსახულება. დღეისათვის არაბული ვიკიპედია სტატიების რაოდენობით 25-ე ადგილზეა და სემიტურ ენებზე არსებული ერთადერთი ვიკიპედიაა, რომელიც სცდება სტატიების 100,000 ზღვარს. სხვა ვიკიპედიებთან შედარებით არაბული ვიკიპედიის იერ-სახე განსხვავებულია. განსაკუთრებით თავისებურია არაბული ენა, რომლის დამწერლობის ტექსტი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ (როგორც საერთოდ სემიტურ დამწერლობაში).
არაბული ვიკიპედია ويكيبيديا العربية | |
---|---|
მისამართი: | ar.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | არაბული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
სტატიების რაოდენობა: | 1 248 401 |
გვერდების რაოდენობა: | 8 612 332 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 69 023 217 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 2 668 191 |
აქტიური მომხმარებელი: | 4 185 |
ადმინისტრატორი: | 25 |
სიღრმე: | 278.9 |
2008 წლის 30 აპრილს სირიაში მთავრობის მიერ ოფიციალური მიზეზის გარეშე არაბული ვიკიპედია დაიბლოკა.[1] არაბულ ვიკიპედიას ბლოკი მოეხსნა 2009 წლის 13 თებერვალს. დაბლოკვისა და ბლოკის მოხსნის მიზეზები არ გახმაურდა. დღემდე არის დაბლოკილი Wikimedia. 2008 წლის 2 აპრილს მუშაობაში გაეშვა ვიკიპედიის განყოფილება არაბული ენის ერთ-ერთ დიალქტზე, ამრიგად შეიქმნა – ეგვიპტურ-არაბული ვიკიპედია.
არაბულ ვიკიპედიას ჰყავს 24 ადმინისტრატორი. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 3 ათასს ადამიანს აღემატება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (არაბული ენა) "ويكيبيديا" يختفي عن صفحات الانترنت السوري დაარქივებული 2019-06-21 საიტზე Wayback Machine.