არაბას სამეფო
არაბას სამეფო ან არაბა — II საუკუნის ნახევრად ავტონომიური რომის იმპერიასა და პართიას შორის არსებული ბუფერული სამეფო. მდებარეობდა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე[1] და განიცდიდა პართიის ძლიერ გავლენას. სამეფოს დედაქალაქს წარმოადგენდა ქალაქი ჰათრა, რომელიც ძვ. წ. III ან II საუკუნეებში სელევკიდების სახელმწიფოს არსებობის დროს დაარსდა. I და II საუკუნეებში ჰათრას არაბი პრინცები განაგებდნენ.[1]
არაბა მიიჩნევა პირველ არაბულ სამეფოდ, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის გარეთ შეიქმნა.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Ramirez-Faria, Carlos (2007) Concise Encyclopaedia of World History. Atlantic Publishers & Distributors. ISBN 81-269-0775-4. ISBN 978-81-269-0775-5.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Araba (ancient state, Iraq). ენციკლოპედია ბრიტანიკა. ციტირების თარიღი: 2008-10-15.
- ↑ Ramirez-Faria, 2007, p. 33.