აჟყაფში
აჟყაფში, აყაფში — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ გულისებური ფორმის, სუსტად დანაკვთული, სამნაკვთიანი, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხასიათდება სქელი ჯაგრისებრ-აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი საშუაო ზომის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი, კუმსია ან თხელი. მარცვალიმსხვალია, ოვალური, იშვიათად მომრგვალო-ოვალური, შავი ფერის, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. კანი საშუალო სიმკვრივისაა. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი — შეუფერავი, გემო — სასიამოვნო.
აყაფში ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 200-210 დღე გრძელდება. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 110 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 20.0-23.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 23.4%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10 გ/ლ-ს.
მიიღება ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო და გამოიყენება საბრენდე სპირტის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 41-42