აჟემჩიღი
აჟემჩიღი (აფხ. Ажьәмҿыӷ[1] [აჟჾჿმჭჷღ] — „საადრეო ყურძენი“), აჟიმჩი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი ან თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მუქი-ლურჯი. კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. წვენი შეუფერავი, გემო სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.
აჟემჩიღი ძლიერი ზრდისა და საკმაოდმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სეექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის საშალო წონა 130 გრამი, საჰექტარო მოსავლიანობა — 7.0-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის მშრალი ღვინის და საბრენდე სპირტის მისაღებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 40
სქოლიო
რედაქტირება- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015