აჟდარ-ბეკ აშურბეკოვი

ჰაჯი იბრაჰიმ აჟდარ-ბეკ აშურბეკოვი (აზერ. Hacı İbrahim Əjdər bəy Aşurbəyov) — ბაქოს ნავთობმწარმოებელი და ქველმოქმედი.

ჰაჯი იბრაჰიმ აჟდარ-ბეკ აშურბეკოვი
მშობლიური სახელი აზერ. Hacı İbrahim Əjdər bəy Aşurbəyov
დაბადების თარიღი 1858
ბაქო, ბაქოს მაზრა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1923
სსრკ
საქმიანობა მწარმოებელი, ქველმოქმედი

ბიოგრაფია რედაქტირება

აჟდარ-ბეკ აშურბეკოვი დაიბადა 1858 წელს მუსახან-ბეკ აშურბეკოვის ოჯახში[1]. იგი მიეკუთვნება აზერბაიჯანის ცნობილ გვაროვანთა - აშურბეკოვთან- დინასტიას.

აჟდარ აშურბეკოვი ნავთობის ინდუსტრიით დაკავდა მე-19 საუკუნის ბოლოს და გახდა მილიონერი მას შემდეგ, რაც 1893 წელს მის მამულში საბუნჩიზე ნავთობის ჭაბურღილი გასკდა. ამ ინციდენტის შემდეგ აშურბეკოვი ყიდულობს კიდევ 5 ნავთობის ჭაბურღილს. აჟდარ აშურბეოვი უშუალოდ მართავს ორ მათგანს. დანარჩენ ორს აქირავებს ძმებ ნობელებზე, ერთს კი ფირმაზე სახელწოდებით ს. მ.შიბაევ[2].

 
აჟდარბექის მეჩეთი ბაქოში

რევოლუციამდელი ბაქოს სხვა ნავთობმწარმოებლების მსგავსად, აჟდარ-ბეკ აშურბეკოვიც ეწეოდა სოციალურ საქმიანობას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქალაქის სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. 1912-1913 წლებში აჟდარ ბეი აშურბეკოვის ხარჯზე ქალაქში ცისფერი მეჩეთი შენდება სამოქალაქო ინჟინრის ზივერ-ბეკ აჰმედბეკოვის პროექტის მიხედვით ახალი ბაზრის წინ[3][4]. ეს მეჩეთი ქალაქის მცხოვრებთა შორის ცნობილია აჟდარბექის მეჩეთად[4].

გარდაიცვალა 1923 წელს. დაკრძალეს ბაქოში მის მიერ აშენებული ცისფერი მეჩეთის ეზოში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ашурбейли С. Б. История города Баку. Период средневековья. — Б.: Азернешр, 1992. — С. 408. — 337 с.
  2. Мир-Бабаев М. Ф. Краткая история азербайджанской нефти. — Б.: Азернешр, 2009. — С. 58. — 376 с.
  3. Фатуллаев Ш. Градостроительство Баку XIX—начала XX веков / Под ред. проф. В. И. Пилявского. — Ленинград: Стройиздат, 1978. — 215 с.
  4. 4.0 4.1 "Əjdərbəy" məscidi დაარქივებული 2023-01-29 საიტზე Wayback Machine. - აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი