აჟბრუყი
აჟბრუყი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქელადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი მცირე ზომის, კონუსური ფორმის ან ფრთიანია. გვხვდება უფორმო მტევნებიც, კუმსია. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, შავი, ლურჯი ელფერით. კანი მკვრივი აქვს, რბილობი — წვნიანი.
აჟბრუყი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მიიღება სუფრის წითელი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 40