აპოლონ ქუთათელაძის ქუჩა

აპოლონ ქუთათელაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი); დასაწყისი რევაზ ლაღიძის ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც სალდათის შესახვევი. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია კადეტის შესახვევის სახელწოდებით; 1923 წლიდან კურსანტების შესახვევი ეწოდებოდა. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ალექსანდრე გერცენის შესახვევი ერქვა. 1992 წელს აპოლონ ქუთათელაძის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.

აპოლონ ქუთათელაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი გარეთუბანი
წინა სახელები სალდათის შესახვევი, კადეტის შესახვევი, კუსანტების შესახვევი, ალექსანდრე გერცენის შესახვევი

ლიტერატურა რედაქტირება