აპოლონ კოზმანაშვილი
აპოლონ კოზმანაშვილი (დ. 31 დეკემბერი, 1930, სოფელი ჭოპორტი, დუშეთის რაიონი — გ. 1 ივნისი, 2012) — ქართველი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.
აპოლონ კოზმანაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 31 დეკემბერი, 1930 |
დაბადების ადგილი | ჭოპორტი, დუშეთის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 1 ივნისი, 2012 (81 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1954 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ხოლო 1960 წელს — ასპირანტურა. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 1977-1990 იყო სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მიწათმოქმედთა კავშირი“, სოფლის მეურნეობის კომისიის წევრი. 1993-1996 წლებში იყო სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილე.