აპოლინარ რავენელი

აპოლინარ რავენელი (ბერძ. Απολλινάριος της Ραβένας; დ. ?, ანტიოქია — გ. 23 ივლისი, 75, რავენა) — I საუკუნის ქრისტიანი წმინდანი, რავენის ეპისკოპოსი. მართლმადიდებლები მოიხსენიებენ 5 აგვისტოს (ძველი სტილით 23 ივლისს), ხოლო კათოლიკეები ახალი სტილით 20 ივლისს.

აპოლინარ რავენელი
დაიბადა I საუკუნე
ანტიოქია
გარდაიცვალა 23 ივლისი, 75 ან 79
რავენა
ხსენების დღე 20 ივლისი[1]
მოღვაწეობა მღვდელი

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

აპოლინარ რავენელი წარმოშობით ანტიოქიელი იყო. რავენის ეპისკოპოსად იგი პავლე მოციქულმა აკურთხა რომში, იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს. წმინდა აპოლინარი 28 წლის მანძილზე განაგებდა რავენის ეკლესიას და გარდაიცვალა ქრისტეს შობიდან დაახლოებით 75 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (not translated to mul) Evolución del Calendario Romano postconciliar (1969–2014) // Ephemerides Liturgicae: commentarium trimestre de re liturgica — 2015. — ტ. 129. — გვ. 443–444. — ISSN 0013-9505