აპისი (ჰაპისი) — წმინდა ხარი ძველეგვიპტურ მითოლოგიაში, რომელსაც აქვს საკუთარი ტაძარი მემფისში. ითვლებოდა, რომ აპისი იყო მიძღვნილი პტას ან ოსირისისადმი. სხვა ვერსიით კი იგი წარმოადგენდა ცალკეულ ღვთაებას, რომელსაც მემფისის რაიონში ეთაყვანებოდნენ. 

აპისის ქანდაკება. ეგვიპტის 30-ე დინასტია. (ლუვრი)

ზოგიერთ რაიონში თვლიდნენ, რომ ცის ღმერთი ნუტი ყოველდღე იღებდა ძროხის სახეს და აპისისგან შთამომავლობას იძლეოდა. იმავე დღეს ნაშიერი იზრდებოდა და ქალღმერთის ქმარი ხდებოდა. 

აპისი მოხსენიებული ჰყავს თავის ნამუშევრებში პლუტარქესაც. პავსანიუსს კი აღწერილი აქვს აპისის არსი და ადგილმდებარეობა.

ელინისტურ ერაში ეგვიპტეში სერაპისის კულტი გაჩნდა. სერაპისი იყო ათროპომორფული ღვთაება, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებდა აპისის მახასიათებლებს ბერძნული ღმერთების ადამიანურ სახესთან.

მემფისის მახლობლად ეგვიპტოლოგმა ოგიუსტ მარიეტმა აღმოაჩინა სერაპეუმი — აპისების ნეკროპოლისი, რომელშიც ინახებოდა ცხრა წმინდა ხარის მუმია. 

აღსანიშნავია, რომ დრაგუტინ დიმიტრიევიჩს ჰქონდა მეტსახელი აპისი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება