აპენცელ-ინერჰოდენის კანტონი
აპენცელ-ინეროდენი (გერმ. Appenzell Innerrhoden) — კანტონი შვეიცარიაში, ყველაზე პატარა მოსახლეობის მხრივ და მეორე უმცირესი ფართობის მხრივ, აღემატება მხოლოდ ბაზელ-შტადტს. იგი შვეიცარიის უკანასკნელი კანტონი იყო, რომელშიც ქალებმა ხმის უფლება მოიპოვეს 1991 წელს.
კანტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
აპენცელ-ინეროდენი Aargau | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
ადმ. ცენტრი | Appenzell | ||||
შიდა დაყოფა | Appenzell, Gonten, Oberegg, Rüte, Schlatt-Haslen და Schwende | ||||
კოორდინატები | 47°18′00″ ჩ. გ. 9°24′00″ ა. გ. / 47.30000° ჩ. გ. 9.40000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1513 | ||||
ფართობი | 172,52 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | გერმანული ენა | ||||
სალაპარაკო ენები | გერმანული | ||||
მოსახლეობა | 15 688 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 91 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | AI | ||||
ოფიციალური საიტი | ai.ch | ||||
მიუხედავად მთიანი რელიეფისა, კანტონის დიდ ნაწილში საძოვრებია წარმოდგენილი. ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა მწვერვალი სენტისი აპენცელის ალპებში. აქვე გვხვდება მთის სამი პატარა ტბა.
კანტონის დედაქალაქია აპენცელი. კონსტიტუცია მიღებულ იქნა 1872 წელს. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 15 688 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 1 510, მოსახლეობის დაახლოებით 9,76% უცხოელია.[1] უმრავლესობას, 81%-ს შეადგენენ კათოლიკეები, 10% კი პროტესტანტია.[2]
მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს მესაქონლეობა. მთელი შვეიცარიის მასშტაბით განთქმულია აპენცელური ყველი.
აპენცელ-ინეროდენის კანტონი არ იყოფა მუნიციპალიტეტებად და პირდაპირაა დაყოფილი 6 რაიონად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-12-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ოფიციალური სტატისტიკა
- Säntis დაარქივებული 2003-10-03 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Federal Department of Statistics. (2008)Ständige Wohnbevölkerung nach Staatsangehörigkeit, Geschlecht und Kantonen (Microsoft Excel). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 5 November 2008.
- ↑ Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 15 January 2009.