აპასიონატო
აპასიონატო (იტალ. appassionato — გზნებით, დიდი გრძნობით, შთაგონებით) — მუსიკალური ნაწარმოების შესრულების ხასიათი. ხშირად უკავშირდება ტემპის აღმნიშვნელ ტერმინს (ალეგრო აპასიონატო); ზოგჯერ ნაწარმოების სახელწოდებაც არის, მაგ., ბეთჰოვენის სონატა „აპასიონატა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 508.