აოშვა
აოშვა — ხნულის ზედაპირული დამუშავება გამკვრივებული ფენის გასაფხვიერებლად, ქერქის დასაშლელად და სარეველების მოსასპობად.
აოშვისას მატულობს ნიადაგის ფორიანობა, უმჯობესდება აერაცია, ინტენსიურდება მიკრობიოლოგიური პროცესები. აოშვის სიღრმეა 8-16 სმ. ზოგჯერ აოშვას რამდენიმეჯერ იმეორებენ სხვადასხვა სიღრმეზე. ძველ საქართველოში სახვნელ იარაღებს ასაოშადაც იყენებდნენ. ამჟამად ასაოშადაც იხმარება ტრაქტორზე მოსაბმელი ან კედელი დისკოებიანი საოში, აგრეთვე მრავალკორპუსიანი მსუბუქი კუდული საოში გუთანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქეშელაშვილი გ., ქსე, ტ. 1, გვ. 507, თბ., 1975