ან-სიურ-ლესი
ან-სიურ-ლესი (ფრანგ. Grottes de Han-sur-Lesse ან ფრანგ. Grottes de Han) — კარსტული მღვიმე ბელგიაში, ნამიურის პროვინციაში. წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ობიექტს, რომელსაც წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი სტუმრობს. მდებარეობს სოფელ ან-სიურ-ლესის სიახლოვეს. გამომუშავებულია კირქვებში. მღვიმეში არის 13 °C-იანი მუდმივი ტემპერატურა და ტენიანობის მაღალი დონე (95%). მღვიმეში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ექსკურსიისთვის განკუთვნილ სპეციალურ ტრამვაიზე, რომელიც სოფლის ცენტრიდან იწყებს სვლას. სოფლიდან მღვიმის შესასვლელამდე დაახლოებით 2 კილომეტრია. განვითარებულია ტურიზმი.
ან-სიურ-ლესი | |
---|---|
Grottes de Han-sur-Lesse Grottes de Han | |
ან-სიურ-ლესი | |
კოორდინატები: 50°07′17″ ჩ. გ. 5°11′47″ ა. გ. / 50.12139° ჩ. გ. 5.19639° ა. გ. | |
ქვეყანა | ბელგია |
ტერიტორიული ერთეული | ნამიურის პროვინცია |
ტიპი | კირქვა |
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: