ანჯელა ნანეტი (იტალ. Angela Nanetti, დ. 8 ნოემბერი, 1942, ბუდრიო, ბოლონიის პროვინცია, იტალია) — იტალიელი მწერალი.

ანჯელა ნანეტი
იტალ. Angela Nanetti
დაბადების თარიღი 8 ნოემბერი, 1942(1942-11-08)[1] (82 წლის)
დაბადების ადგილი ბუდრიო
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  იტალია
საიტი angelananetti.it

დაამთავრა რა სკოლა მშობლიურ მხარეში, სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში, სადაც შუასაკუნოვან ისტორიას შეისწავლიდა. მოგვიანებით გადავიდა პესკარაში, სადაც უფროს კლასებში მასწავლებლად მუშაობდა, დაკავებული იყო კვლევით და სხვადასხვა ექსპერიმენტული პროგრამით. წერა დაიწყო 1984 წელს, თუმცა 1995 წლამდე აქტიური ლიტერატურული კარიერით ვერ დაკავდა. ცნობილი გახდა პირველი რომანით „ადალბერტოს მოგონებები“, რომელშიც განიხილება, თუ როგორც გრძნობს თავს 11 წლის ბავშვი, რომელიც იზრდება. 2003 წელს მიიღო ჰანს კრისტიან ანდერსენის ეროვნული პრემია ნომინაციაში „იტალიის საუკეთესო მწერალი“.

მისი კიდევ ერთი ცნობილი ნაწარმოებია „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“. სიუჟეტის მიხედვით, მოხუცი ოტავიანო რგავს ალუბლის ხეს, რომელიც შემდგომში მისი შვილიშვილის საუკეთესო მეგობრად იქცევა. წიგნი ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე და მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #133266974 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.