ანტუანეტ ლოთარინგიელი

ანტუანეტ ლოთარინგიელი (დ. 26 აგვისტო 1568 — გ. 23 აგვისტო 1610) — ფრანგი არისტოკრატი. ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას შუათანა ქალიშვილი. იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგინია 1599-1609 წლებში როგორც იოჰან ვილჰელმის მეუღლე.

ანტუანეტ ლოთარინგიელი
მშობლიური სახელი Antoinette de Lorraine
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1568
გარდაცვალების თარიღი 23 აგვისტო, 1610 (41 წლის)
ეროვნება ფრანგი
წოდება იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) იოჰან ვილჰელმი
მშობლები მამა: შარლ III ლოთარინგიელი
დედა: კლაუდია ვალუა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანტუანეტი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას ასული. დედის ხაზით მას ბებია-ბაბუად ერგებოდნენ საფრანგეთის მეფე ანრი II და მისი ცოლი, დედოფალი ეკატერინე მედიჩი. როდესაც ანტუანეტი 7 წლის იყო, 1575 წელს მეცხრე მშობიარობას გადაჰყვა დედამისი, პრინცესა კლაუდია.

1599 წლის 20 ივნისს ცოლად შერთეს იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგ იოჰან ვილჰელმს. ამით მოხდა დინასტიური გაერთიანება. დაახლოვდა და გაძლიერდა კათოლიკური, ჩრდილო რაინის ქვეყნების კავშირი. კლევში ანტუანეტას მიმართ ცუდად განეწყვნენ. განსაკუთრებულად აქტიურობდა მისი დედამთილი, მარია ავსტრიელი, რომელიც უნაყოფო რძალს საშინლად ამცირებდა. მიუხედავად ამისა, ანტუანეტმა ხელში დიდი ძალაუფლება აიღო, ისეთი როგორიც მის არცერთ წინამორბედს არ ჰქონია. მისი სამშობლოდან კი მიდიოდა წერილები სადაც მისი სამოქმედო გეგმა იყო დაწერილი. ანტუანეტის გავლენიც მისი ქმარი ჩაება კურპფალცის მემკვიდრეობისთვის ომში ანტუანეტის დისა და სიძის სასარგებლოდ, რომელშიც გაიმარჯვეს კიდეც. საბოლოოდ მან შეძლო და მართალია თავად ვერა, მაგრამ მთავრობაში თავისი კაცი დაამკვიდრა და ასე ერეოდა ქვეყნის მართვაში. თუმცა ხალხის ნაწილი ანტუანეტისა და იოჰანის განქორწინებას მოითხოვდა, რადგან უშვილობას ყველა ანტუანეტს აწერდა, სამედიცინო დასკვნების გარეშე. ეს იმიტომ, რომ იოჰანს მემკვიდრე აუცილებლად სჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის საჰერცოგოს საღვთო რომის იმპერია ჩაიგდებდა ხელში. 1609 წელს გარდაიცვალა იოჰანი, რითაც დაიწყო კლევის მემკვიდრეობისთვის ბრძოლა, ანტუანეტი კი ლოთარინგიაში დაბრუნდა. 1610 წელს ანტუანეტი გარდაიცვალა, 41 წლის ასაკში.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Stefan Ehrenpreis et Klaus Herdepe, Der Dreißigjährige Krieg im Herzogtum Berg und in seinen Nachbarregionen, Neustadt-an-der-Aisch, Schmidt, 2002.
  • Heinz Ollmann-Kösling, Der Erbfolgestreit um Jülich-Kleve (1609-1914 [1614]). Ein Vorspiel zum Dreißigjährigen Krieg, Ratisbonne, Roderer, 1996.
  • Andreas Thiele, Erzählende genealogische Stammtafeln zur europäischen Geschichte, vol. I, Francfort-sur-le-Main, R. G. Fischer, 1993.
  • Moritz Ritter, Deutsche Geschichte im Zeitalter der Gegenreformation und des Dreißigjährigen Krieges (1555-1648), Darmstadt, Wissenschaftliche Buchgesellschaft, 1962 (réimpr. photomécanique de l'éd. orig. de 1889-1908).