ანტონ ჩეხოვის ძეგლი (ტომსკი)
ანტონ ჩეხოვის ძეგლი (რუს. Памятник Антону Чехову) — რუსი მწერლის, პროზაიკოსისა და დრამატურგის ანტონ ჩეხოვის ძეგლი ქალაქ ტომსკში. მდებარეობს მდინარე ტომის სანაპიროზე.
ანტონ ჩეხოვის ძეგლი Памятник Антону Чехову | |
---|---|
კოორდინატები | 56°29′08″N 84°56′42″E / 56.485528° ჩ. გ. 84.945056° ა. გ. |
მდებარეობა | ტომსკი, რუსეთი |
არქიტექტორი | ლეონტი უსოვი |
თარიღდება | 2004 |
ისტორია
რედაქტირებაანტონ პავლეს ძე ჩეხოვის ბრინჯაოს ორმეტრიანი ქანდაკება აღმართეს 2004 წლის 20 აგვისტოს მდინარე ტომის სანაპიროზე, ტომსკის დაარსების 400 წლისთავთან დაკავშირებით. ძეგლის ავტორია მოქანდაკე ლეონტი უსოვი. ძეგლი დაამონტაჟეს ხალხის ფინანსებით, კერძოდ ერთ-ერთი პირველი შემომწირველები გახდნენ ქალაქის მერი ალექსანდრე მაკაროვი, მისი მოადგილე სერგეი ლაზარევი, როსბანკის ტომსკის ფილიალის მმართველი ჩინგის აკატაევი, ასევე რესტორან „სლავიანსკი-ბაზარის“ მფლობელი ვლადიმერ ბურკოვსკი.
მწერალი გამოსახულია გროტესკულ და კარიკატურულ სტილში: ლაბადაში, ქუდში, სათვალეში და არაპროპორციულად დიდი ფეხებით. ამ თვალსაზრისით ტომსკმა „შური იძია“ ჩეხოვზე, რომელიც სახალინისკენ მიმავალი შეჩერდა ქალაქში და კარგად არ მოიხსენია ქალაქი ტომსკი თავის მოგონებებში.
ჩეხოვის ძეგლი გამოსახულია სხვავასხვა სახის სუვენირებზე: მაგნიტებზე, რგოლებზე, კალენდრებზე. ტომსკის სუვენირების მაღაზიებში იყიდება ძეგლის მინიატურული ასლები.
2006 წელს ძეგლი ვანდალების მსხვერპლი გახდა. ვანდალმა ქოლგის ტარი მოატეხა ძეგლს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Чехов А. П. Из Сибири
- Костин В. М. Чехов на набережной
- Калёнова Т. А. Скандальный «памятник» / Наш современник. М., 2009. № 2. С. 262—268.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Томичи утёрли нос Чехову დაარქივებული 2017-04-30 საიტზე Wayback Machine.
- Педикюр для Чехова
- Усов о переносе памятника Чехову: Можно и самого классика запретить დაარქივებული 2016-11-02 საიტზე Wayback Machine.
- Чехов: «Томск — город скучный…» დაარქივებული 2016-12-09 საიტზე Wayback Machine.
- Томские скульптуры попали в список лучших в России для селфи დაარქივებული 2018-07-07 საიტზე Wayback Machine.